ყულევის დასანქცირება არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ აცდენილი ვართ ნორმალურ განვითარებას - ვიქტორ ყიფიანი

24.07.26 14:04
ყულევის დასანქცირება არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ აცდენილი ვართ ნორმალურ განვითარებას - ვიქტორ ყიფიანი

ყველა ასეთი გადაწყვეტილება პირველ რიგში ურტყამს ქვეყნის რეპუტაციას და იმიჯს, - ასე აფასებს პარტია “ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი ევროკავშირის სანქციების 21 -ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოხვედრას. 

როგორც ყიფიანი ამბობს, ყულევის დასანქცირება არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ აცდენილი ვართ ნორმალურ განვითარებას, ცივილურ სამყაროს.

ყველა ასეთი გადაწყვეტილება პირველ რიგში ურტყამს ქვეყნის რეპუტაციას და იმიჯს. დრო ახლა მუშაობს ჩვენ საწინააღმდეგოდ, იმიტომ, რომ დადგება ჯერი ქვეყნის გადაწყობის, ის ზიანი, რომელიც შესაძლოა, იმ მომენტში ჩვენ გვქონდეს, საზიაროდ ყველას, იქნება იმდენად დიდი, რომ მისი დაძლევა ასე ერთი ხელის მოსმით არ იქნება შესაძლებელი. აი, სწორედ ყულევის დასანქცირება, აღარაფერს ვამბობ ყბადაღებულ თემებზე ქოლცენტრების, არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ აცდენილი ვართ ნორმალურ განვითარებას, ცივილურ სამყაროს. კიდევ ერთი შეხსენებაა ყოველი ქართველისათვის, სად ვიმყოფებით და რა დღეში ვართ, - განაცხად ვიქიტორ ყიფიანმა. 

  • ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.  პაკეტი მოიცავს სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლებლობაზე ომი აწარმოოს.
  • სანქციების სიაში მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სანქცია ძალაში 6 თვეში შედის.
  • სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ნავთობის სექტორში 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირი დასანქცირდა, მათ შორის, რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად. 

ამავე თემაზე:

 

მსგავსი სიახლეები