ევროკომისიამ ყულევის ქარხნის დასანქცირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

24.07.26 15:00
ევროკომისიამ ყულევის ქარხნის დასანქცირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

 

 

ევროკომისიაში ყულევის ქარხნის დასანქცირებაზე პირველი კომენტარი გაკეთდა. 

ევროკომისიის პრესსპიკერის,  შივონ მაკგარის განცხადებით, ყულევის ქარხნის მფლობელებს აქვთ აღებული ვალდებულება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს და მათ სურთ ეს ვალდებულებები შესრულდეს, ამისთვის კი 6-თვიანი პერიოდი მიეცათ. 

მისივე თქმით, თუ კომისია მიიჩნევს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდა, “ყულევი სანქციების სიაში აღარ იქნება.“

სანქციების ამ პაკეტში ჩვენ შევიტანეთ წინადადება ყულევის სანქციების სიაში დამატების შესახებ. როგორც იცით, მიმდინარეობს დისკუსიები გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელებთან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ მოახდენენ დივერსიფიკაციას და უარს იტყვიან რუსულ ნავთობზე. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს. სწორედ ამიტომ, დავუშვით 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს. თუ კომისია მიიჩნევს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდა, ყულევი აღარ იქნება სიაში. ხოლო თუ ვალდებულებები არ შესრულდება, საბჭოს შევთავაზებთ, რომ ის დარჩეს სანქცირებულთა სიაში.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას კრიპტოვალუტებზე - ხელთ არ მაქვს ზუსტი ციფრები ქართული კრიპტო კომპანიების რაოდენობაზე, რომლებიც ამ პაკეტში მოხვდნენ. პრეს-რელიზში აღნიშნულია სულ 14 პლატფორმა , რომელთა შორის ნაწილი ქართულია.რა შევთავაზეთ ამ პაკეტით კრიპტოს მიმართულებით. ინდივიდუალური სანქციები - ინდივიდუალურად შევიყვანეთ სიაში გარკვეული პლატფორმები, რომლებიც სისტემატურად გამოიყენებოდა სანქციებისთვის გვერდის ავლისა და რუსეთის მიერ თანხების გადასარიცხად. ჩვენ გვსურს, წერტილი დავუსვათ ასეთ ქმედებებს.

ახალი მექანიზმი მესამე ქვეყნებისთვის - შემოვიღეთ ახალი ზომა, რომელიც მომავალში საშუალებას მოგვცემს, სანქციების სიაში შევიყვანოთ ის ქვეყნები, რომლებიც სისტემატურად მასპინძლობენ სანქციების გვერდის ავლისთვის განკუთვნილ კრიპტო პლატფორმებს. ეს მექანიზმი ითვალისწინებს ტრანზაქციების აკრძალვას, რაც პრაქტიკულად ნიშნავს მათ გათიშვას სვიფტიდან. ეს იქნება ძლიერი შემაკავებელი ინსტრუმენტი, რადგან ჩვენი მიზანია ქცევის შეცვლა. ეს მექანიზმი ჯერ არცერთი კონკრეტული მესამე ქვეყნის წინააღმდეგ არ ამოგვიქმედებია, თუმცა პაკეტში ჩავდეთ და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა. 

  • ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.  პაკეტი მოიცავს სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლებლობაზე ომი აწარმოოს.
  • სანქციების სიაში მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სანქცია ძალაში 6 თვეში შედის.
  • სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ნავთობის სექტორში 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირი დასანქცირდა, მათ შორის, რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად. 

ამავე თემაზე:

 

მსგავსი სიახლეები