როცა ცვლილებებს ვერ ქმნი, ან სხვა მიზანი გაქვს, ან ლიდერად არ ვარგიხარ - გიორგი ჩალაძე ოპოზიციას

24.11.21 19:43
როცა ცვლილებებს ვერ ქმნი, ან სხვა მიზანი გაქვს, ან ლიდერად არ ვარგიხარ - გიორგი ჩალაძე ოპოზიციას

,,ნაცმოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ, ოპოზიციის ზოგი წარმომადგენელი ორმაგ თამაშში დაადანაშაულა. ჩალაძის თქმით, როცა ხალხი ქუჩა-ქუჩა დაგყავს და შედეგს ვერ დებ, ან სხვა მიზნები გამოძრავებს, ან ლიდერად არ ვარგიხარ.

ერთმა ,,ბრძენმა" ადამიანმა თქვა, რომ 50 დღიანმა სააკაშვილის შიმშილობამ თურმე დააზიანა ოპოზიციური მოძრაობა. ბოდიშს ვიხდი და უსაქმურობამ და თბილ სკამებში სხდომამ, რაც მიშა სააკაშვილის ჩამოსვლით მივიღეთ,  ამან არ დააზიანა? თუ წლების განმავლობაში მოსესავით ქალაქ-ქალაქ სიარულმა და ვითომ აქტიურობამ არ დააზიანა? 

ჩვენ ვსაუბრობთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეზე და რისთვის ჩამოვიდა? გგონიათ, მას რაიმე სახის კომფორტი აკლდა? რისთვის ჩამოვიდა, რომ ოპოზიციური ერთობა აერია? რამ გამოიყვანა ეს ხალხი, უპრეცენდენტო აქტიურობა ვინ მოიტანა? თვალი გაახილონ და ტვინი გაანძრიონ, თუ დარჩათ! ამათი ყველას სახელი და გვარი არის უსაქმური ხალხი. მოსესავით დადის ყველა, ვინც ხალხს ქუჩაში ატარებს და შედეგი არ მოაქვს. მოსეს პროტოტიპი არის ყველა ის, ვისაც ეს ხალხი დაჰყავს და შედეგს ვერ დებს. 

ხალხი ქუჩაში გამოდის იმისთვის, რომ ცვლილებები სჭირდება, როცა შენ ამ ცვლილებებს ვერ ქმნი, ან მიზანი გაქვს სხვა და ორმაგ თამაშს თამაშობ, ან ლიდერად არ ვარგიხარ და დანიშნული ლიდერი ხარ. ყველას ეხება ეგ. ..

ენის მოჩლექით საუბარი არ მჩვევია. ვგულისხმობ როგორც ჩემი პარტიის შიგნით, ასევე სხვა პარტიის წარმომადგენელს - განაცხადა გიორგი ჩალაძემ ,,ტვ პირველზე" ჩართვისას. 

 

 

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილის გმირობა ოპოზიციურ ერთიანობას არ აზიანებს.

მსგავსი სიახლეები