„ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას დგას“ - არჩილ გორდულაძე
შალვა პაპუაშვილის შემდეგ ევროკავშირის კრიტიკით „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ლიდერი გამოდის. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ევროკავშირი საკუთარ დამფუძნებელ პრინციპებს შორდება და ამტკიცებს, რომ ისეთი გაერთიანება, სადაც წევრ ქვეყნებს მხოლოდ ვალდებულებები ექნებათ და არა უფლებები, სახელმწიფოს სუვერენიტეტს „ანულებს“.
კოლექტიურ ნაცმოძრაობას შეიძლება, მარტივი კიტხვა დავუსვათ, როდესაც გვეუბნებიან, რომ კავშირში მიიღებენ ახალ წევრებს, მაგრამ ამ ახალ წევრებს ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულებები და სიტყვის ამოღების შესაძლებლობაც კი არ ექნებათ, ეს არის თუ არა ქვეყნის ორიენტირის განულება? ამ მარტივ კითხვას უპასუხონდ ა შემედგ გადავიდნენ თავიანთ ბელეტრისტიკაზე.
რა თქმა უნდა, როდესაც შენ გაქვს მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულებები და არავითარი უფლებები, ეს ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოებრიობა, უბრალოდ, ნულდება. და დასვათ კითხვა, რომ ასეთი ევროკავშირი შეიქმნა? და ასეთ საფუძვლებზე და ასეთ პრინციპებზე არის ეს ორგანიზაცია შექმნილი თუ პიქირით, თანასწორუფლებიანობაზე? იმიტომ, რომ პატარა ქვეყნებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ დიდ ქვეყნებს, დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნებთან თანარუფლებიანად შესძლებოდათ საუბარი. წესით, ამ ყველაფრისთვის უნდა იყოს შექმნილი ევროკავშირი, რომელიც ისევ და ისევ, ყოვეილ ფეხის ნაბიჯზე სცილდება საკუთარ სადამფუძნებლო პრინციპებს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკრულის პირას, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საწინააღმდეგო მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ „ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, სასარგებლოც კი იყოს“.