"ოცნება" კლავს! - "დროა" მმართველი პარტიის ოფისთან აქციას მართავს

25.11.21 11:20
"ოცნება" კლავს!  - "დროა" მმართველი პარტიის ოფისთან აქციას მართავს

"დროას" წევრები  "ქართული ოცნების" ოფისთან აქციიის გასამართად ემზადებიან. აქციის ორგანიზატორის შუშანა მაცაბერიძის თქმით,  ბათუმის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზის დადგენამდე, რიჟვაძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს. 

ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, თორნიკე რიჟვაძე დღეს უკვე გადამდგარი იქნებოდა  და მინიმუმ მანამდე,სანამ ეს გამოძიება არ დასრულდებოდა, რადგან საქმეში ფიგურირებს რიჟვაძის  მამაც. ეს ადამიანი კიდევ ბედავს და გვემუქრება ჩვენ, რომ ბოდიშს მოგავხდევინებს, ყველას ვინც მამამისზე რამეს ამბობს. მოვიდეს და დაიწყოს აბა ვის გაუბედავს ამას. არ შეიძლება ვინმეს ეპატიოს ადამიანის სიცოცხლის შეწირვა, ეს არის წითელი ხაზი და ამაზე პასუხს გასცემს ხელისუფლებას მოსახლეობა", - ამბობს შუშანა მაცაბერიძე.  

აქცია 12:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისთან დაიწყება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე ზეწოლა ხორციელდებოდა. გუშინ ზეწოლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გასაჯაროვდა.  გიორგი კირთაძის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და გადაბირების მცდელობა  დავით რიჟვაძის დავალებით ხდებობდა, თავად პროცესში კი  ორი ყოფილი ძალოვანი, ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე მონაწილეობდა. 

მსგავსი სიახლეები