ივანიშვილს გუნდს საკუთარ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს - კუპრაძე

28.07.26 13:27
ივანიშვილს გუნდს საკუთარ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს - კუპრაძე

ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, - ასე ეხმიანება "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას. მისი თქმით, თუ "ოცნება" არ გააუქმებს შემზღუდავ კანონმდებლობას და ოპოზიციასთა დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს არ დაიწყებს, საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს. 

ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გააუქმოს ეს კანონმდებლობა, გახსნას დემოკრატიული პროცესი, პოლიტიკური პროცესი მათ შორის ოპოზიციისთვის და ამაზეა დამოკიდებული, რა პოზიცია, რა ქმედებები იქნება მომავალში აშშ-ს მხრიდან, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილს მოუწევს ამ რეპრესიული კანონმდებლობის, რეპრესიული ქმედებების, ანტიქართული საქმიანობის გამო, შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება. მერამდენე გზის ტრამპის ადმინისტრაციუა აფრთხილებს ივანიშვილს და ანტიქართულ ოცნებას, რომ პასუხისმგებლობის გარეშე ამ დანაშაულებებს ასე მშრალად ვერ გაივლის ბიძინა ივანიშვილი და მისი ანტიართული გუნდი, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

 

მსგავსი სიახლეები