„ცენზურით ამერიკასთან პარტნიორობა ვერ შედგება“ - გიორგი ბუტიკაშვილი

28.07.26 13:44
„ცენზურით ამერიკასთან პარტნიორობა ვერ შედგება“ - გიორგი ბუტიკაშვილი

ცენზურა და აქტივისტების, პოლიტიკური ლიდერების, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლების დევნა "ოცნებას" აშშ-თან პარტნიორობამდე ვერ მიიყავნს. ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი საუბრობს.

პოლიტიკოსის თქმით, წარმოუდგენელია ივანიშვილის გუნდმა საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა შეძლოს, რადგან მათ სანდოობა დაკარგეს. 

სუფთა ფურცელზე პირველად ჩაიწერა, რომ ცენზურა და აქტივისტების, პოლიტიკური ლიდერების, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლების დევნა აზრის გამოხატვის თავისუფლების გამო "ქართულ ოცნებას" არ მიიყვანს იმ პარტნიორობამდე, რა პარტნიორობასაც ესწრაფვის. თუ თავისუფალი აზრი იდევნება, თუ ამერიკის მტრეთან თანამშრომლობას აგრძელებს საქართველო, თუ პოლიტიკური ლიდერები ციხეში იქნებიან გაშვებული, მაშინ წარმოუდგენელია, ამერიკამ ურთიერთობები გააგრძელოს "ქართულ ოცნებასთან" ან გადატვირთოს საერთოდ, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" სანდოობას ვერ ადასტურებს, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი. 

 

 

მსგავსი სიახლეები