ქება დავალებით? - ვინ ასხამს ხოტბას ივანიშვილს

28.07.26 15:29
ქება დავალებით? - ვინ ასხამს ხოტბას ივანიშვილს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი კამპანია წამოიწყეს. საჯარო მოხელეები სოციალურ ქსელში პოსტებს ერთმანეთის მიყოლებით  აქვეყნებენ და ივანიშვილს ქება-დიდებას უძღვნიან.

"არ არსებობს საქართველო, სადაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არ იქნება და ეს ყველამ უნდა გაითავისოს“ - წერს ქარელის მერი. მისი ტექსტი დააკოპირეს სხვა მაღალჩინოსნებიც.

მსგავსი შინაარსის ხმოვან შეტყობინებებს ავრცელებენ სხვა მეოცნეებიც. ხმოვანი ტექსტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უდევს დიმიტრი სამხარაძესაც.

ხმოვან შეტყობინებას ავრცელებს ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილიც. 

"პირველები" დაინტერესდა, ხომ არ იყო ეს პარტიული დავალება, რადგან ირკვევა, რომ აუდიოშეტყობინება ვოცაფით არის გადაგზავნილი. ამ კითხვით დავით ქირიკაშვილს მივმართეთ, თუმცა მან ამაზე საუბარი არ ისურვა.

აქტივისტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ქება შეკვეთილია.

ვნახეთ პარტიულ ჩატებში გაჟღერებული, სავარაუდოდ, დიტო სამხარაძის მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ ბიძინას გარეშე საქართველოს არსებობა არ შეუძლია და ამ ადამიანმა ყველაფერი გადადოი ამ ქვეყნისთვის. ეს არის მესიჯბოქსი რაც დაალაგეს ალბათ იმ აქციების მერე, ახლა რაც ხდებოდა. უნდათ, ისევ ბიძინა წარმოაჩინონ როგორც ქვეყნის ბელადი და ა.შ. და რეალურად, რას ამბობენ ეს ადამიანები? სასაცილოა ის, რომ 3 ათას წლოვან საქართველოს ისტორიაში დავითის, თამარის, ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი რომ არა, ეს ქვეყანა არ იქნებოდა, განადგურდებოდა და ა.შ. აი, ამ ბელადომანიის ავტორიტარულ მესიჯბოქსებს ავრცელებენ თავის გუნდის წევრებთან, რომ ეს გააჟღერონ ყველასთან. რეალურად, რა გვაქვს სახეზე? რეალურად ბიძინას გარეშე ეს ქვეყანა იქნება ბევრად უფრო წარმატებული, ბედნიერი, თავისუფალი, - ამბოლბა აქტივისტი.