"წერა-კითხვის სააგენტოს პარალელურად, საქართველოში შეიქმნა ცემა-ტყეპის სააგენტოც" - ლევან გოგიჩაიშვილი
შტატების რეაქცია დაგვიანებულია - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დიპლომატიური უწყება ამბობს, რომ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ახლადდაარსებული „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო.
გოგიჩაიშვილის შეფასებით, "წერა-კითხვის სააგენტოს პარალელურად, საქართველოში უკვე შეიქმნა ცემა-ტყეპის სააგენტოც":
წერა-კითხვის სააგენტოს მიღმა, ამასობაში უკვე შეიქმნა ცემა-ტყეპის სააგენტოც, რაღაც ბანდ-ფორმირების სახით. თუ ქენებათ გაცილებით სწრაფი რეაქცია [პარტნიორებს] გაცილებით უკეთესი იქნება. ეს რეაქცია დაგვიანებულია"- აცხადებს გოგიჩაიშვილი.
ცნობისთვის, საელჩო "რადიო თავისუფლებისთვის" გაგზავნილ წერილობით კომენტარში ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურას“.
ამასთან, გუშინ MMA-ს მებრძოლმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა, გიორგი ქართველიშვილმა განაცხადა, რომ ქმნის ახალ მოძრაობას, "რომელსაც მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე“.
სპოსრტსმენმა მედიას უთხრა, რომ მისი დაჯგუფება მზად არის, ციხეშიც კი წავიდეს.