მოძრაობის დამფუძნებელი, რომელიც გუშინ ვინაობას მალავდა, 22 წლის ნია მჭედლიშვილია

28.07.26 17:43
მოძრაობის დამფუძნებელი, რომელიც გუშინ ვინაობას მალავდა, 22 წლის ნია მჭედლიშვილია

ახალი მოძრაობის, "ეროვნული თაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც გუშინ ვინაობას მალავდა, 22 წლის ნია მჭედლიშვილია. 

MMA-ის მებვრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა ორგანიზაცია „ეროვნული თაობის” დასაფუძნებლად თანამოაზრეებთან ერთად რეესტრს განცხადებით დღეს მიმართა.

ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: გიორგი ქართველიშვილი, ნია მჭედლიშვილი და ლევანი ყურაშვილი.

  •  წესდების მიხედვით, ორგანიზაციის დანიშნულებას საქართველოს ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივობის, კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების, ისტორიული და ეროვნული ღირებულებების დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ცნობისთვის, 27 ივლისს MMA-ს მებრძოლმა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა, გიორგი ქართველიშვილმა, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, რომელთა ვინაობაც გუშინ არ დაუსახელებიათ დააანონსა, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.

მსგავსი სიახლეები