იდენტური ტექსტები და ერთდროული პოსტები - ვინ გასცა ივანიშვილის საქებარი პოსტების გავრცელების მითითება?

28.07.26 20:30
იდენტური ტექსტები და ერთდროული პოსტები - ვინ გასცა ივანიშვილის საქებარი პოსტების გავრცელების მითითება?

ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდების ახალი ტალღა დღეს ხმოვანი შეტყობინებით დაიწყო. ვოთსაპ-ჯგუფებში გავრცელებულ აუდიომიმართვაში დიმიტრი სამხარაძე ამბობს: „არ არსებობს საქართველო, სადაც ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არ იქნება“ და, სავარაუდოდ, პარტიის წარმომადგენლებს ამ გზავნილის გავრცელებისკენ მოუწოდებს.

ხმოვანი შეტყობინების გავრცელებიდან მალევე სოციალურ ქსელებში ერთდროულად გამოჩნდა თითქმის იდენტური შინაარსის პოსტები. მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და საჯარო მოხელეები ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ სტატუსებს ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც, სავარაუდოდ, დავალება შეცდომით გაიგეს და ტექსტის ნაცვლად თავად დიმიტრი სამხარაძის ხმოვანი შეტყობინება გააზიარეს.

შიდა ქართლისა და ყაზბეგის შემდეგ, დღეს კამპანიას სამცხე-ჯავახეთის მერებიც შეუერთდნენ. ისინიც სოციალურ ქსელში დიმიტრი სამხარაძის მიერ გავრცელებულ ერთსა და იმავე ტექსტს აქვეყნებენ.

ზოგიერთმა, როგორც ჩანს, განსაკუთრებული მონდომებაც გამოიჩინა - ნინოწმინდისა და ახალქალაქის მერებმა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი პოსტი საკუთარ გვერდებზე რამდენჯერმე, სამჯერ და ოთხჯერაც კი გააზიარეს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები