ჯო ვილსონი “ქართულ ოცნების“ წინააღმდეგ ახალი კანონის დაინიცირებას აანონსებს
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო ვილსონი “ქართულ ოცნების“ წინააღმდეგ ახალი კანონის დაინიცირებას აანონსებს.
ამის შესახებ კონგრესმენმა სოცქსელში დაწერა.
ვილსონის თქმით, “ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას „სიძულვილის ენის“ შეჩერების საბაბით ანადგურებს.
"როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას „სიძულვილის ენის“ შეჩერების საბაბით ანადგურებს. ეს გამოღვიძებული პრორუსული, პროირანული, პროჩინური რეჟიმი ამერიკას სძულს. მალე ამ გამოღვიძებული ცენზურის საწინააღმდეგო კანონმდებლობას წარვადგენ!",- წერს ვილსონი.