დათო ოქიტაშვილი არ ელის, რომ მინისტრობას მას შესთავაზებენ

28.07.26 20:23
დათო ოქიტაშვილი არ ელის, რომ მინისტრობას მას შესთავაზებენ

 

 

დავით ოქიტაშვილი აცხადებს, რომ კულტურის მინისტრობას არ განიხილავს. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

არა, მე ვმუშაობ და მშვენივრად ვარ, სადაც ვარ, და ვინც იქნება, წარმატება მინდა ვუსურვო, - ამბობს ოქიტაშვილი. 

კითხვაზე, ხომ არ იცის, რა მიზეზით გადაწყვიტა თიკა რუხაძემ მინისტრის პოსტიდან წასვლა, ოქიტაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. 

ნამდვილად არ ვიცი რატომ წავიდა [თიკა რუხაძე] მეც ტელეფონით გავიგე, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, წავიკითხე, რომ ჯანმრთელობის გამო და მინდა, ჯანმრთელად იყოს, - ამბობს ოქიტაშვილი.

კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას რუხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

რუხაძე"ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და ამბობს, რომ მას საგანგებო კურსის გავლა ესაჭირეობა, რის გამოც “მინისტრის მოვალეობას ჯეროვნად ვეღრ შეასრულებს.“

 

 

მსგავსი სიახლეები