სააკაშვილი: გამაოგნებელია, რომ ოპოზიციის ნაწილი "ივანიშვილის გამოგორებული ადვოკატის მატარებელში“ ჩაბმას ცდილობს

29.07.26 14:36
სააკაშვილი: გამაოგნებელია, რომ ოპოზიციის ნაწილი "ივანიშვილის გამოგორებული ადვოკატის მატარებელში“ ჩაბმას ცდილობს

გამაოგნებელია, რომ ივანიშვილის მიერ გამოგორებული მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. 

სააკაშვილის თქმით, გარკვეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მეშვეობით „ივანიშვილის ფულთან“ დაკავშირებას ცდილობენ.

„გამაოგნებელია, რომ ივანიშვილის მიერ გამოგორებული მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო.

ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა და აწი, ალბათ, ვეღარც ისწავლის, ხან ერთი სუბიექტის, ხან მეორე სუბიექტის გავლით ლამობენ მიუერთდნენ ივანიშვილის ფულს“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები