საბაჟომ 60 ტონაზე მეტი ხახვი და ატამი არ დაუშვა

29.07.26 17:23
საბაჟომ 60 ტონაზე მეტი ხახვი და ატამი არ დაუშვა

 საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი“ და „სადახლო-საავტომობილო“ უცხო ქვეყნებიდან შემოსული - 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო - საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ატმისა და ხახვის დიდ ნაწილს ფიტოსანიტარიულ და სასურსათო  მოთხოვნებთან შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.

მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

მსგავსი სიახლეები