"კულტურის მინისტრად არარაობას დანიშნავენ" - სალომე ზურაბიშვილი

29.07.26 19:27
"კულტურის მინისტრად არარაობას დანიშნავენ" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კულტურის ახალ მინისტრად "არარაობას დანიშნავენ". ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა Facebook live-ში ისაუბრა, სადაც მოქალაქეები კითხვებს პასუხობს. 

მისი თქმით, კულტურის სამინისტროში "ქართულ ოცნებას" აღარ სჭირდება მკაცრი ხელი, რომელიც "წმენდას ჩაატარებს", ამიტომ "იქნება კიდევ ერთი არარაობა კულტურის მინისტრად", რომელიც გვაჩვენებს, რომ ჩვენი სახეა ასეთი მინისტრი. 

რაც დრო გადი, კულტურის სამინისტროში ჩვენ გვაქვს უფრო და უფრო დაქვეითებული სურათი, სახე იმიტომ, რომ ესეც არის რუსეთის ფორმა, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყნის კულტურას და იდენტობას და გვითხრას, რომ შენი სახე ეს არის, როგორც გვაჩვენეს, რომ ჩვენი სახეა ის, ვინც ატარებს პრეზიდენტის სახელს, ასევე გვეტყვიან, რომ თქვენი სახეა ასეთი კულტურის მინისტრი და ამის ღირსი ხართ. ასე, რომ დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი და ვშიშობ და ვეჭვობ, რომ იქნება კიდევ უფრო დაბალი კატეგორია, ვიდრე, რაც აქამდე გვქონდა და მისის სულ დაბლა და დაბლა და ეს არის რუსეთის პირდაპირი გზავნილი საქართველოს და ქართული კულტურის და იდენტობის მიმართ. [...]

კულტურის მინისტრისგან აღარ სჭირდებათ ის, რაც სჭირდებოდათ იმისთვის, რომ წმენდები გაეტარებინათ კულტურის სამინისტროში და ის მკაცრი ხელი შემოიყვანეს და მერე გაიყვანეს, ამიტომ, მე მგონი, რომ იქნება კიდევ ერთი არარაობა კულტურის მინისტრად, რომელიც გვაჩვენებს და ეს არის მზიანი, რომ გვაჩვენონ, ჩვენ ვართ არარაობა და ჩვენი კულტურა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადება თიკა რუხაძემ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

რუხაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და თქვა, რომ მას საგანგებო კურსის გავლა ესაჭირეობა, რის გამოც “მინისტრის მოვალეობას ჯეროვნად ვეღარ შეასრულებს."

დღეს ასევე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ თინათინ რუხაძის თანამდებობის დატოვება ხელისუფლებაში არსებულ სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს. მისი შეფასებით, კორუფცია ხელისუფლების ყველა დონეზეა გავრცელებული და ამ პრობლემას ცალკეული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაში მიცემა ვერ მოაგვარებს.