რას შეეწირა რუხაძის თანამდებობა - რა ეჭვებს იწვევს მისი შემცველის ბიოგრაფია

29.07.26 20:22
რას შეეწირა რუხაძის თანამდებობა - რა ეჭვებს იწვევს მისი შემცველის ბიოგრაფია

ირაკლი კობახიძემ თინათინ რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ბრძანება მალევე გამოსცა. პრემიერმა კულტურის მინისტრის მოვალეობის შესრულება არა, როგორც წესი, რომელიმე მოადგილეს, არამედ სამინისტროს აუდიტის ხელმძღვანელს დაავალა. მიხეილ კიკნაძე, რომელსაც კულტურის სამინისტროში ფულის და თანაშრომლების კონტროლი ევალებოდა ახლა მინისტრის კაბინეტში ინაცვლებს. 

ვინ არის მიხეილ კიკნაძე - პირი, რომელიც სამინისტროს მმართველ რგოლში არასდროს ყოფილა და კულტურის სფერო არასდროს უმართავს ახლა რუხაძეს დროებით შეცვლის. კიკნაძე უწყებაში აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა, ფინანსებს აკონტროლებდა და ინფორმაციასაც უწყების ბიუჯეტის ხარჯვაზე ყველაზე მეტად ფლობდა. მანამდე, 2024 წელს მსგავს მონიტორინგს უწევდა საქართველოს რკინიგზაშიც. საინტერესოა, რომ რკინიგზის იმდროინდელი დირექტორი დავით ფერაძე რამდენიმე თვის წინ კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ამის შემდეგ კიკნაძე კულტურის სამინისტროში გადაჰყავთ და რამდენიმე თვეში ამ უწყების პირველი პირიც მოულოდნელად მიდის. ხელმძღვანელის პოსტს სწორედ ის იკავებს. ჩნდება კითხვა, ხომ არ უკავშირდება მინისტრის წასვლა კორუფციულ პრობლემებს.

თინათინ რუხაძის გადადგომის ოფიციალური მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. თუმცა ამ ვერსიის ბევრს არ სჯერა, ეჭვს მისივე ინტერვიუ აჩენს. უკვე ყოფილი მინისტრი სულ 2 კვირის წინ საერთაშორისო პროექტებს აანონსებდა და გრძელვადიან გეგმებზე საუბრობდა. სამთავრობო არხზე ის მსოფლიო ტურნეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბევრი ახალი ამბისთვის ემზადება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში