მდინარაძემ კობახიძეს მადლობა გადაუხადა მას შემდეგ რაც, ძალოვნების ნაცვლად რეგიონები ჩააბარეს

29.07.26 20:35
მდინარაძემ კობახიძეს მადლობა გადაუხადა მას შემდეგ რაც, ძალოვნების ნაცვლად რეგიონები ჩააბარეს

 

 

მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მადლობა გადაუხადა. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის ცნობით, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა უქმდება, ხოლო მამუკა მდინარაძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. 

მდინარაძის თქმით, ახალი თანამდებობა ერთის მხრივ პატივი, მეორეს მხრივ კი გამოწვევაა. 

პატივია ერთი მხრივ, მეორე მხრივ გამოწვევაა ძალიან დიდი. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, იმ გუნდს, რომლებთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. ძალიან გულწრფელად გეტყვით, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა, გამოწვევა მიღებულია ბატონო პრემიერო, რეგიონები დღეს ჩვენთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და გამოწვევას ვარქმევ ამიტომ, არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ პასუხისმგებლობაა ძალიან დიდი, გამოწვევასთან ერთად ასევე არის ერთი ძალიან კარგი მიზანი საიმისოდ, რომ ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად, თუ რამე მიზანი გვაქვს დასახული, შევასრულოთ, მართლა იყოს ეფექტიანი და ამ გამოწვევის გამკლავებასთან ბრძოლაში მე შევეცდები მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემ გუნდს და ჩემ ქვეყანას. როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას, დარწმუნებული ვარ გამომივა და ჩვენი გუნდის ლიდერების ნდობით, ამას ყველაფერს შევძლებ და შევასრულებ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს ვუსურვებ ყველას, მადლობა კიდევ ერთხელ შსს-ს, პროკურატურის, სუს-ის, ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. იქ მუშაობენ გმირები, იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც დღეს და ღამეს ათენებენ იმისთვის, რომ სახელმწიფოს ემსახურონ და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში და აღმშენებლობაში. ჩემს ახალ თანამშრომლებს, თუ ახალ გამოწვევაში თანამებრძოლებს ვპირდები, რომ მათთან ერთად ვიბრძოლებ დაუღალავად," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება. აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე შეითავსებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.