ოპოზიციის 2 ფრონტი ხელისუფლების წინააღმდეგ - სააკაშვილის ინიციატივა და ოპოზიციის პასუხი

25.11.21 17:27
ოპოზიციის 2 ფრონტი ხელისუფლების წინააღმდეგ - სააკაშვილის ინიციატივა და ოპოზიციის პასუხი

ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის 2 ფრონტს ხნის - პირველი ეს იქნება ოპოზიციის ერთობა რომელიც ვადამდელი საპარალემდეტო არჩევნების დანიშვინისთვის იბრძოლებს და მეორე სამოქალაქო კომიტეტი, სადაც პოლიტიკოსებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და სამოქალაქო აქტივისტები გაერთიანედებიან, ვისაც პრეზიდენტის პატიმრობიდან დახსნა სურს. 

ენმ-ს წევრის პეტრე ცისკარიშვილის თქმით,სამოქალაქო კომიტეტში საზოგადოების ფართო წრის წარმომადგენლები უნდა შევიდნან:

სამოქალაქო კომიტეტი იმიტომ ჰქვია, რომ აქ ძირითადად პოლიტიკოსები არ მოაზრებიან და უნდა იყოს საზოგადოების ფართო წრეები ჩართული, თუ სხვა პარტიებს არ სურთ მასში მონაწილეობის მირება, ძალიან ცუდია, რადგან მისას გათავისუფლება სხვა ბევრ სახელმწიფო საქმეს ემსახურება, მათ ხომ სურთ, რომ ვადამდელი არჩევნები იყოს. ვადამდელი არჩევნები კი იმ პირობებში უნდა იყოს, როცა მიშა გარეთ იქნება. სააკაშვილი უნდა იყოს ხალხში, საზოგადოებაში, აწარმოებდეს კამპანიას"- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე თვლის, რომ პროცესები ახლა ყველაზე მსხვილმა ოპოზიცურმა პარტიამ უნდა მმართოს :

"კარგია თუ მიხეილ სააკაშვილის პარტია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა, კონცენტრირდება რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებზე" - აცხადებს ბობოხიძე. 

პოლიტიკოსის თქმით, პოლიტპატიმრებისა და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის თემა უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი მთლიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი.

უნდა ვკონცენტრირდეთ საერთო ინტერესებზე, ეს არის ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. კარგია თუ მიხეილ სააკაშვილის პარტია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა ამას გაითვალისწინებს და კონცენტრირდება რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებზე“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

რაც შეეხება "ლელოს" პოზიციას, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ისინი მსგავს კომფიგურაციაში მონაწილეობას არ განიხილავენ: 

ასეთი საინიციატივო ჯგუფში მონაწილეობას ჩვენ არ განვიხილავთ. ეს მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა სხვა რამეზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. თუ საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ჩვენს გეგმებში საინიციატივო ჯგუფის შექმნა ან მასში მონაწილეობა არ შედის"- აცხადებს ოპოზიციონერი. 

"კანონი და სამართალი" მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას მიესალმება. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პირველი რიგის ამოცანა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნა უნდა იყოს: 

საინიციატივო ჯგუფი ერქმევა, თუ სხვა რამ, მისას კონკრეტულად მხარდამჭერთა ჯგუფი იქნება ძალიან კარგი, აბა რისთვის ვიბრძვით ჩვენ. თუ მიშას მხარდამჭერთა ჯგუფი იქნება, რატომ არ მიიღებს მასში მონაწილეობას არა მის პარტიის წევრი? პარტიული რაღაცეები მერე. არჩევნების დროს. ასეთ საინიციატივო ჯგუფში მონაწილეობას ჩვენ არ განვიხილავთ. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ოზიცია. მე ვფიქრობ, რომ ახლა ცვენ სხვა რამეზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. თუ აღნიშნული საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩვენს გეგმებში ამ ჯგუფში მონაწილეობა არ შედის"- აცხადებს ჩარკვიანი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ მიხეილ სააკაშვილი თვლის,რომ  უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს.  

მსგავსი სიახლეები