ვინც სცენიდან ასე ლამაზად მიდის, ბოლომდე მშვიდი ვერ იქნება - ვიქტორ ყიფიანი ვანო ზარდიაშვილზე

04.08.26 11:37
ვინც სცენიდან ასე ლამაზად მიდის, ბოლომდე მშვიდი ვერ იქნება - ვიქტორ ყიფიანი ვანო ზარდიაშვილზე

 "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი, ვანო ზარდიაშვილი ელექტორსისტემიდან წასვლასა დათა თუთაშხიას ცნობილი სცენარის რეინკარნაციას უწოდებს და ამბობს, რომ განსხვავება ისაა, რომ “ქართული ოცნების“ პირობებში ლამაზად წასვლა არ გამოდის.

მისი თქმით, სწორედ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ახსენდებათ, რომ ერთმანეთში რაღაც აქვთ მოსაკითხი.

ეს ამბავი მახსენებს, დათა თუთაშხიაში ცნობილი სცენის რეინკარნაციას, გრაფმა რომ თქვა, რა ლამაზდ წავიდაო, დაახლოებით, ალბათ ასე უნდა შევადაროთ ეს წასვლა, მაგრამ “ქართული ოცნების“ პირობებში ლამაზად წასვლას კი აფასებენ, მაგრამ მერე რატომღაც ახსენდებათ, რომ წასვლამდე რაღაც იყო მოსაკითხი ერთმანეთში. საბოლოო ჯამში, რევოლუცია საკუთარ შვილებსაც სჭამსო. ჩვენ ვთქვით და აღვნიშნეთ, რომ სისტემა, რომელიც მივიღეთ, მერე უბრუნდება თავის შემომქმედებს და ბენეფიციარებს, ამიტომ,  ვთქვი მე, რომ ვინც სცენიდან ასე ლამაზად მიდის, ბოლომდე მშვიდი ვერ იქნება, - ამბობს ყიფიანი. 

ცნობისთვის, „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ხელმძღვანელის ელექტროსისტემაში გადაყვანის ამბავი ელექტროსისტემის პრესსამსახურში "პირველებს" ოფიციალურად დღის პირველ ნახევარში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ დავით ვარდიაშვილი დირექტორის მოადგილედ იყო დანიშნული. 

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ  ვარდიაშვილი მალე ზარდიაშვილის  ფუნქციებს სრულიად გადაიბარებს.

ოპოზიციისა და მედიის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ზარდიაშვილი შვებულებაშია.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშერომლებს, ისინი "პირველებს" უდასტურებენ, რომ სუს-მა რამდენიმე მათგანი გამოკითხა. კითხვები სავარაუდოდ  24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას უკავშირდება. 

მსგავსი სიახლეები