გამოძიება 724 დღის შემდეგ - რა დგას ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმის თაროდან ჩამოღების უკან?

04.08.26 20:02
გამოძიება 724 დღის შემდეგ - რა დგას ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმის თაროდან ჩამოღების უკან?

გამომძიებელი პაატა ზამთარაძე საგანგებო მისიით სამტრედიიდან თბილისში იმის გამო ჩამოვიდა, რომ  ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე  2 წლის დაგვიანებით საგამოძიებო მოქმედებები დაეწყო. პოლიციამ 2024 წელს მომხდარი დანაშაულის გამოძიება 724 დღის დაგვიანებით დაიწყო.

პირველი, ვინც დაკითხვაზე დაიბარეს, მელიას დაცვის ყოფილი თანამშრომელი იყო.  გამოძიებას მისგან აინტერესებდა, რა მოხდა წინასაარჩევნოდ სამტრედიაში.  არდა კადრებში, რომლიც დანაშაულს ასახავს, ისედაც ყველაფერი ჩანდა. საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში, კამერების წინ მოხდა ოპოზიციის ლიდერს თავში მუშტი ჩაარტყეს. 

პირი, ვინც მელიას თავს დაესხა, საბა ნიკოლეიშვილა. მისი იდენტიფიცირება თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მოხდა, თუმცა  2 წლის თავზე ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური ნიშნით თავდასხმას ადასტურებს.  ირკვევა, რომ თავდამსხმელი ახლა იმის მტკიცებას ცდილობს, რომ თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა.

2 წლის შემდეგ მელიაზე თავდასხმის საქმის თაროდან ჩამოღებას, მელიას ადვოკატი იმ განაჩენს უკავშირებს რომლეიც 6 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს. რამდენი ხნით აპირებს ქართული ოცნება  ნიკა მელიას ცი ხით განეიტრალებას ამის შესახებ სავარაუდოდ 2 დღეში გახდება ცნობილი. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ სამტრედიის ინციდენტზე გამოძიება მხოლოდ იმისთვის დაიწყეს, რომ ოცნებამ  მოჩვენებითი ბალანსი შექმნას.

ნანუკა ქაჯაია თემის დეტალებით