კობახიძე ამბობს, რომ ვერ იგებს, რას სთხოვს ამერიკის შეერთებული შტატები
"ქართული ოცნების" ლიდერი ვაშინგტონის გზავნილებს აიგნორებს - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვერ იგებს, რას სთხოვს ამერიკის შეერთებული შტატები. თან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვს და თან, ფრთხილად, მაგრამ ისევ თავს ესხმის ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციას. "ქართული ოცნების" ლიდერი დიპლომატიურ უწყებას სიძულვილის გაღვივებასა და სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს, თუმცა, თითქმის ყველა წინადადებაში წინა ადმინისტრაციას ახსენებს, თითქოს შტატებთან გაფუჭებული ურთიერთობები წინა ადმინისტრაციის დამსახურებაა.
ირაკლი კობახიძე, რომელის მთავრობაც, შტატებთან ურთიერთობების დალაგებას ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც კი, უკვე მეორე წელია ვერ ახერხებს, ამერიკის საელჩოს კრიტიკას აბსოლუტურად გაუგებარს უწოდებს.
ოპოზიცუიში კი პირდაპირ ამბობსნ, რომ საელჩომ მკაფიოდ ახსნა, რატომ ახშობს "ოცნების" მეირ სიძულვილის ენის წინააღმდეგ შექმნილი სააგენტო ხმის უფლებას.