ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ივანიშვილის გუნდის სამიზნე ხდება

04.08.26 20:57
ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ივანიშვილის გუნდის სამიზნე ხდება

კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს გამოგდებული უწოდა. თბილისის მერი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ყიფიანი "დიფ-სთეითთან" კავშირების გამო გამოაგდო. ოპონენტების დიფ-სთეითთან დაკავშირება "ქართული ოცნების" უცვლელი ტრადიციაა, ასევე უცვლელია პოზიცია, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით. 

"ქართულ ოცნებას" ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ასე მწვავედ ჯერ არ გაუკრიტიკებია, ეს თავდასხმა კი სავარაუდოდ მის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირდება. პარტიის დაარსების შემდეგ ყიფიანი აქტიურად საუბრობს სამოქალაქო თანხმობის და ოპოზიციის კონსოლიდაციაზე , სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის ირგვლივ. ყიფიანის აზრით, თუ საზოგადოება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მოითხოვს, "ქართული ოცნება" იძულებული გახდება, ხალხის დაკვეთა შეასრულოს. 

უფრო კონკრეტულად როგორია არჩევნები რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს? კოალიცია "ცვლილებებისთვის" და "ჯერ საქართველოს" ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა კითხვა ჩნდება ვინ როგორ ხედავს ივანიშვილის პარტიასთან საუბრის აზრს. 

ხატია სამხარაძე თემის დეტალებით

მსგავსი სიახლეები