ადვოკატები ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებენ

04.08.26 19:21
ადვოკატები ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებენ

ალეკო ელისაშვილის უფლებადამცველები „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ადვოკატების თქმით, ელისაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია, რომელიც პოლიტიკოსის დევნას და მის მიმართ „ქართული ოცნების“ შურისძიებას ემსახურება.

„ხვალ, 5 აგვისტოს, 11:00 საათზე, ალეკო ელისაშვილის ინტერესების დამცველები გიორგი რეხვიაშვილი და არჩილ ჩოფიკაშვილი, სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის განაჩენს გაასაჩივრებენ. საქმე ეხება ე.წ. „შუშის ჩატეხვის“ საქმეს, რომელიც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, რეჟიმის სასამართლომ ტერორისტული აქტის მცდელობად დააკვალიფიცირა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პირველმა ინსტანციამ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ელისაშვილის მიმართ წარდგენილი აბსურდული ბრალი, პოლიტიკოსის დევნა და მის მიმართ „ქართული ოცნების“ შურისძიებაა. დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს სამართლიანობის მისაღწევად და აბსურდულ ბრალში ელისაშვილის გასამართლებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.  დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.