პრაქტიკულად "მთავარის" დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა, ჯარიმას არ გადავიხდით - ნიკა გვარამია

25.11.21 22:03
პრაქტიკულად "მთავარის" დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა, ჯარიმას არ გადავიხდით - ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ხელახალ შტურმზე საუბრობს.

ნიკა გვარამიას თქმით,  კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების უკან ხელისუფლება დგას.  

საუბარია ,,სირცხვილიას" კლიპის ეთერში განთავსების გამო არხის სოლიდური თანხით დაჯარიმების საკითხზე.

როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა თქვა "მთავარი" ჯარიმას არ გადაიხდის და მას სასამართლოში გაასაჩივრებს:

ეს იყო ჩვენი მედიის პრაქტიკულად დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. დღეს მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის 112 000 ლარი.

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ტელევიზიის სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. 

გადაწყვეტილება მიღებული იქნა ორი კლიპის გამო, პირველი იყო ,,სირცხვილიას" კლიპი, ეს არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილი იქნა როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრებს. ამით შეიზღუდა არამხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე იყო კლიპი - კლავს, ციხის ადმინისტრაციაზე"- თქვა გვარამიამ. 

მისი თქმით, აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ და კომისიამ ჩათვალა პოლიტიკურ წინასაარჩევნო კლიპებად.

წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება სხვისი არჩევნის მიზნით, მეორე პოლიტიკური ძალის ანტირეკლამას. კითხვა მაქვს: რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა?! მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს საარჩევნო სუბიექტი, ფორმალურადაც და მატერიალურადაც მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს: ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება. 

არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს თუ არა სრული უკანონობის შესახებ ტესტს"- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები