ჟორჟოლიანის სურვილია, თინა ბოკუჩავა პარტიაში დარჩეს

04.08.26 22:00
ჟორჟოლიანის სურვილია, თინა ბოკუჩავა პარტიაში დარჩეს

ამ პარტიას არ აქვს ფუფუნება პოლიტიკაში ეფექტური ადამიანები დაკარგოს - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა თინა ბოკუჩავაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ TV პირველის ეთერი, გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა. 

მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანის პარტიაში ისეთი ადამიენბი იყვნენ, რომლებიც პოლიტიკაში ძალიან ეფექტურები არიან. 

„მე ერთადერთი მინდა ვისურვო, რომ ბორდში, არ ვიცი, პოლიტსაბჭოში თუ არ ვიცი, რა მნიშვნელოვან შემადგენლობაში, სადაც თვითონ კომფორტულად იგრძნობს თავს, ვნახო თინა ბოკუჩავა. იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტიაში ყველა ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვანია და ფასეულია და რომელიც ამ პარტიისთვის ღირებულებას წარმოადგენს, ყველა შემადგენელი ადამიანი, სტატუსით თუ უსტატუსოდ - ამას თავად გადაწყვეტენ ისინი - დარჩნენ. იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ამ პარტიას არ აქვს ფუფუნება, პოლიტიკაში ეფექტური ადამიანები დაკარგოს“ - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, თინა ბოკუჩავას, 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა  8 ივლისს ამოეწურა. ბოკუჩავა ბოლო პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა. ენმ-ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოჯახთან ერთად აჭარაში იმყოფება. მისი თქმით, აღნიშნული წინასწარ ცნობილი იყო პოლიტსაბჭოს სხდომის ორგანიზატორებისთვისაც.

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი, XIII ყრილობა ხვალ 5 აფვისტოს გაიმართება. ყრილობაზე ენმ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. უცნობია დაესწრება თუ არა ღონისძიებას თინა ბოკუჩავა. 

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 5 აგვისტოს, 15:00 საათზე, სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მორიგი“- XIII ყრილობა გაიმართება“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები