ცნობილია ვინ დანიშნეს მექსიკაში საქართველოს ელჩად
ირაკლი კობახიძე მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნატალია კორძაიას შეხვდა.
პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ნატალია კორძაიას მრავალწლიანი დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს. 2023 წლიდან ეკავა მილანში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობა. წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში. იყო კონსული ისრაელის სახელმწიფოში, კანადასა და იტალიაში. ასევე, სხვადასხვა დროს, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში იკავებდა სამმართველოს უფროსის პოზიციას"- წერის ოფიციალურ პრესრელიზში.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.