სააკაშვილის პირველი გამოხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის შემდეგ

05.08.26 17:58
სააკაშვილის პირველი გამოხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის შემდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, "ყრილობა ბრწყინვალედ ჩატარდა" და ნინა ბოკუჩავამ "ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა". 

ბრწყინვალედ ჩატარდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა. უმაგრესმა ხალხმა მოიყარა თავი, ჩვენ გვყავს ლამაზი, გონიერი და გაბედული წევრები. აბა შეადარეთ ჩვენების ინტელექტი და საერთო დონე, ივანიშვილის მონების ჰაბიტუსს და აზროვნების დონეს.

თინამაც ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა, მას მადლობა ბოლო ორი წლის მუშაობისთვის.

ახლა ჯერი არის ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს გამოცდილ მებრძოლებზე, ნანუკაზე და რეფორმატორთა საბჭოზე. ვამაყობ ჩვენი თანამებრძოლებით და ვემზადებით დიდი ბრძოლებისთვის.

ძალა ერთობაშია!" - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები