"ნაციონალური მოძრაობა" მმართველობის ახალ სისტემაზე გადადის - პარტიას მომდევნო 6 თვე 8-კაციანი ჯგუფი უხელმძღვანელებს

05.08.26 20:04
"ნაციონალური მოძრაობა" მმართველობის ახალ სისტემაზე გადადის - პარტიას მომდევნო 6 თვე 8-კაციანი ჯგუფი უხელმძღვანელებს

"ნაციონალურ მოძრაობაში" გარდამავალი 6 თვის ათვლა დაიწყო. ირაკლი ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით, პარტიას ამ პერიოდში, 8-კაციანი გუნდი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" ჯერ კიდევ გასულ კვირას ჰქონდა, თუმცა ფავლენიშვილი ბოლო მომენტამდე კატეგორიულად უარყოფდა.

დროებითი მმართველობითი ორგანოს კანდიდატად წარადგინეს, "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავაც, თუმცა დროებით მმართველ ორგანოში მუშაობაზე უარი თავად თქვა. სწორედ ამიტომ გადაიქცა, დაგეგმილი 9-წევრიანი გუნდი, 8-კაციან შემადგენლობად.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობა, მესამე პრეზიდენტის აუდიო მიმართვით დაიწყო, შემდეგ კი მისი განცხადება დამსწრე საზოგადოებას პეტრე ცისკარიშვილმა გააცნო. სააკაშვილი წერს, რომ შიდა დამყოფებს, პარტიის დაყოფა ცუდად შემოუტრიალდათ, რაც მომავალშიც ასე იქნება. ჩნდება კითხვა: ვინ არის შიდა დამყოფი, ან გულისხმობს თუ არა მესამე პრეზიდენტი მაგალითად: თინა ბოკუჩავას?

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში