ომზე საუბარი რუსეთის გარეშე - "ქართული ოცნების" ორ-დღიანი უწყვეტი კამპანია

05.08.26 20:44
ომზე საუბარი რუსეთის გარეშე - "ქართული ოცნების" ორ-დღიანი უწყვეტი კამპანია

უკვე მეორე დღეა ივანიშვილის პარტია კობახიძის პოსტის აქტუალიზაციას ცდილობს. არცერთი სიტყვა რუსეთზე და ომის პასუხისმგებლობის დაკისრება წინა ხელისუფლებაზე - ეს "ოცნების" 14-წლიანი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია. განსაკუთრებით აგვისტოს თვეში.

"ოცნების" უმრავლესობის ლიდერი, რომელიც რუსულ აგრესიაზე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მას კითხვა "TV პირველმა" დაუსვა. აგვისტოს ომზე ირაკლი კირცხალია ისე საუბრობს, რომ ომის ერთადერთი დამნაშავე, რუსეთი ავიწყდება და აქცენტს მთლიანად წინა ხელისუფლებაზე აკეთებს. იმავეს ამბობენ სხვებიც.

არსებობს სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებები. საერთაშორისო სამართალი ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს ომში ბრალი არ მიუძღვის. მიუხედავად ამისა, "ოცნება" საკუთარი რიტორიკით, საგამოძიებო კომისიის დასკვნით, ომის დანაშაულს სააკაშვილის მთავრობას აკისრებს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში