ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი არასრულწლოვნის დაკავებას ეკა კუპატაძის "ივანიშვილის კართან დგომას" უკავშირებს
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი მოზარდის, ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი პირველ განმარტებას "პირველებთან" აკეთებს.
ქეთევან ვარდანაშვილი ამბობს, რომ ბერუაშვილი უკვე მოინახულა. დაცვის მხარეს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებას არ ეთანხმება.
უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც დანაშაულის შეუტყობილებლობას ედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც [ანასტასია ბერუაშვილი] თვითმხილველი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. მით უფრო ინფორმაცია ვერ ექნებოდა ჩამის დაცვის ქვეშ მყოფს. ამრიგად ბავშვის პატიმრობაში ყოფნა არის ყველაზე დიდი შეცდომა.
არა, არ ჰქონია ინფორმაცია [დანაშაულის შესახებ სატელეფონო კომუნიკაციის დროს]. შეიძლება შეყვარებულთან ჰქონდეს შეტყობინებები, მაგრამ არა კონკრეტულად ამ დანაშაულთან დაკავშირებით. გამოვრიცხავ, რომ [ბერუაშვილისთვის] შეყვარებულს [თავდასხმასთან დაკავშირებით რამე ეთქვას]. ეს ფატალური შედეგით დამთავრებული ამბავი, ალბათ, თავადაც არ ელოდებოდნენ ხომ? ისინი ვისაც მსჯავრდებულის სტატუსი აქვს. შესაბამისად, ანასტასია ბერუაშვილისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი. ფაქტობრივი გარემოებებიც არ არსებობს ამის. შეუძლებელია, ანასტასია ბერუაშვილს სცოდნოდა რაიმე ამის ირგვლივ.
ფაქტია, რახან არსებობდა მაღალი საზოგადიოებრივი ინტერესი და ქალბატონი ეკატერინე [კუპატაძე] საჯაროდ ყოველდღიურ თუ კვირასი რამდენჯერმე ავრცელებდა ინფორმაციას, ამაზე დაყრდნობით არის საქმე წამოწყებული და გამოძიება. უკაცრავად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის კართან დგომა თუ ასეთი შედეგის მომტანი ქინებოდა, ნამდვილად არ ველოდი. ვინც კარზე დადგება ამ ბავშვების დასაკავებლად, უკაცრავად..."- ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე 29 ივნისს, ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მის ცოლს, ეკატერინა ივანიშვილს, სთხოვა, დამდგარიყო მისი, როგორც შვილმკვდარი დედის, გვერდით.
პარტია "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინა ივანიშვილმა, წერილობით უპასუხა მოკლული მასწავლებლის, დედის, ეკა კუპატაძის მიმართვას.
ეკატერინა ივანიშვილმა ეკა კუპატაძეს თანაგრძნობა გამოუცხადა და დაწერა, რომ "ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა" მისი "ჭირისუფალია".
ამასთან ივანიშვილის ცოლი წერდა, რომ "დარწმუნებულია, სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ, რათა არცერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი".
ანასტასია ბერუაშვილი გუშინ, საქმის კიდევ ერთ ფიგურანტთან, ნია იმნაძესთან ერთად დააკავეს.
"პირველების" ინფორმაციით, იმნაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე "ლ" ქვეპუნქტით გათვალისწიებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.
რაც შეეხება ბერუაშვილს, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლს წარუდგენენ.