ჰერჩინსკი "ოცნებას": მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან "დიფსთეითისა" და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს?

04.11.26 19:46
ჰერჩინსკი "ოცნებას": მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან "დიფსთეითისა" და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს?

 

 

"მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან "დიფსთეითისა" და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს"? - ამ კითხვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკიმ "ოცნების" ხელისუფლებას, რომელიც ევროკავშირთან დიალოგს ითხოვს. 

ევროპელი დიპლომატი ევრონიუსთან ირაკლი კობახიძის ევროკავშირთან დიალოგის სურვილზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ EU-მ საქართველოს მმართველ პარტიასთან დიალოგის რესუსრი სრულად ამოწურა.

ჰერჩინკიმ "ოცნებას" ანტიევროპული განცხადებები შეახსენა და ხაზგასმით თქვა, რომ დიალოგი ასე ვერ მიიღწევა. 

ევროკავშირი ეფუძნება დიალოგს, დიალოგი არის ჩვენი დნმ-ის ნაწილი. ჩვენ ვახორციელებთ კომპრომისებს ამ დიალოგისთვის. 

ბატონი ირაკლი კობახიძის ევრონიუსთან ინტერვიუს მოსმენის დროს, მე ვიგრძენი, რომ ეს იყო პოზიტიური, ის ახსენებდა დიალოგსა და დიალოგს. როგორც ევროკავშირის წევრები, ჩვენ ამას მხარს ვჭერთ. პრობლემა არის ის, რომ გასული წლის განმავლობაში მმართველი პარტიამ ეს დიალოგი ყოველგვარი შინაარსისგან დააცარიელა. არის უკუსვლა დემოკრატიის მიმართულები. არის წნეხი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე. არის მუქარა ოპოზიციის აკრძალვის. არის გაშავების და საწინაააღმდეგო აგიტაცია ევროკავსირის წინააღმდეგ. რას მოელით ევროკავშრისგან, რაზე უნდა ვისაუბროთ? თქვენ მოელით, რომ ევროკავშირის სერიოზული წამრომადგენლები ისაუბრებენ "დიფსთეითის" განსაზღვრებაზე? მართლა მოელით, რომ ჩვენ გლობალური ომის პარტიაზე ვისაუბრებთ? მართლა მოელით, რომ ჩვენ ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის განსხვავებაზე ვისაუბრებთ?ეს გაშავების პროპაგანდა უნდა გაჩერდეს, რათა მივიღოთ დიალოგი",- განაცხადა ჰერჩინსკიმ "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.  

ელჩმა ასევე კომენტარი გააკეთა "ოცნების" მცდელობაზე, აკრძალოს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები.

მცდელობა, რომ აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები, ეს გადაწყვეტილება იქნება უპრეცედენტო ევროსაბჭოს ისტორიაში", - განაცხადა ჰერჩინსკიმ. 

 

მსგავსი სიახლეები