შათირიშვილი და კობახიძე კრემლის რუპორები არიან - გრიგოლ გეგელია
„ძლიერი საქართველოს - ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ივანიშვილის ფილოსოფოსის, ზაზა შთირიშვილის რუსოფობიაზე გაკეთებულ განცხადებას ეხამურება და აცხადებს, რომ შათირიშვილიც, ისევე როგორც კობახიძე, “კრემლის რუპრები არიან“.
გეგელიას განცხადებით, “ორივე მათგანი ადამიანების მოსატყუებლად ზახაროვასა და ნარიშკინის ნარატივს ატარებენ“.
ეს რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს, იმ წლებში, როდესაც მსოფლიომ აღიარა რუსეთის აგრესია, არის თვითონ პრორუსული. ის თუ, როგორი პასუხები ჰქონდა დასავლეთს 2008 წელს, ვერ იქნება გამართლება ამ რეჟიმის თანამედროვე დღევანდელი პრორუსულობისა, და მითუმეტეს, ვერც იმ სრულიად პარანოიდული ბოდვისა, რასაც შათირიშვილის კონსპირაციულ თეორიებში ვკითხულობთ, რომელზეც ალბათ საშუალოს სკოლის მოსწავლესაც მხოლოდ გაეცინება. დღეს შათირიშვილი და კობახიძე არიან კრემლის რუპორები, რომლებიც ღიად ატარებენ ზუსტად იმ ნარატივს და პოლიტიკურ შინაარსს, ასაც ზახაროვა ატარებს, რასაც ატარებს ნარიშკინი და არის კრემლის ოფიციალური სულიერი საზრდო, ადამიანების მოსატყუებლად, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
- აგვისტოს ომის 18 წლის თავამდე რამდენიმე საათით ადრე ივანიშვილის ფილოსოფი, ზაზა შათირიშვილი რუსოფობიის შესახებ წერს. შათირიშვილი ამტკიცებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ განწყობებს არარსებული “დიფ სთეითი“ აღრმავებს.
- მისივე მტკიცებით, სწორედ “დიფ სთეითი“ იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ.