“ოცნება“ ცდილობს ქვეყანაში რუსეთის კრიტიკა აკრძალოს - გიორგი ბუტიკაშვილი

06.08.26 15:58
“ოცნება“ ცდილობს ქვეყანაში რუსეთის კრიტიკა აკრძალოს - გიორგი ბუტიკაშვილი

კოალიცია “ცვლილებისთვის“ წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის განცხადება, მისი დამოუკიდებლეი ნააზრევი არ არის და ის ირაკლი კობახიძის განცხადების გაგრძელებაა.

ბუტიკაშვილის თქმით, ეს განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ “ოცნება“ ცდილობს ქვეყანაში რუსეთის კრიტიკა აკრძალოს.

ფაქტობრივად პუტინს აწუხებს რუსოფობია და ასევე, აწუხებს კობახიძეს და ივანიშვილის რეჟიმს, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.

შათირიშვილის ფილოსოფიური ნააზრევი მისი დამოუკიდებელი აზრი არ არის, ის აგრძელებს კობახიძის განცხადებას, რომელიც მან რუსოფობიაზე გააკეთა და რომელსაც მოგვიანებით მოჰყვა სუს-ის განცხადება, სადაც უკვე სისხლის სამართლის პასუხისგება შემოდის იმ ადამიანებზე, ვინც რუსებს და რუსეთს გააკრიტიკებს. ეს ერთიანობაში, სამივე განცხადება მეტყველებს ერთ რაღაცაზე, რომ “ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყანაში რუსეთის კრიტიკა აკრძალოს. ანუ ის ეროვნული ბრაზი, რაც რუსეთის მიმართ არის ქვეყანაში, ამის წინააღმდეგ მიიღონ ზომები, ის ბრაზი, რაც საზოგადოებაშია, რომ გადაფარონ, თავად საზოგადოებას გამოუტანეს გაანჩენი და უთხრეს, რომ თქვენ რუსოფობები ხართ და რუსოფობია ქვეყანაში დაისჯება. ფაქტობრივად პუტინს აწუხებს რუსოფობია და ასევე, აწუხებს კობახიძეს და ივანიშვილის რეჟიმს, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.

  • აგვისტოს ომის 18 წლის თავამდე რამდენიმე საათით ადრე ივანიშვილის ფილოსოფი,  ზაზა შათირიშვილი რუსოფობიის შესახებ წერს.  შათირიშვილი ამტკიცებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ განწყობებს არარსებული “დიფ სთეითი“ აღრმავებს.
  • მისივე მტკიცებით, სწორედ “დიფ სთეითი“ იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ.