თუ ვინმე აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ყველას მიაკითხავს სამართალი - კობახიძე

06.08.26 16:45
თუ ვინმე აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ყველას მიაკითხავს სამართალი  - კობახიძე

ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ყველას მიაკითხავს სამართალი, ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, -ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყო, თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოძიების ბოლომდე მიყვანაა.

„ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეზე გამოძიების დაწყება და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავთ სამართალი და ეს აუცილებლად ასე იქნება იმიტომ, რომ დღეს

სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს. შესაბამისად, ჩვენ დავუპირისპირდებით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგო დაპირისპირების ყველა მცდელობას“,-განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყეს.

უწყება წერს, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტანგარიშებით მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.