შარლ მიშელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა-სალომე ზურაბიშვილი

01.03.21 11:25
შარლ მიშელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა-სალომე ზურაბიშვილი

"შარლ მიშელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა"-ეს განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ორმხრივ შეხვედრაზე პოლიტიკური ვითარების განსამუხტად შერიგებასა და დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

"დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა და თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამ გზაზე არ შეუშალოს ხელი. როგორც არასოდეს ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა, და საჭიროა, რომ ის რაც იყო და არის საქართველო, ანუ სტაბილურობის და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს შევთანხმდით რომ ამ ქვეყანას სჭირდება შიდა სტაბილულობა,შერიგება, დიალოგი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს  პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით შეხვედრებს მართავს.  ათონელის რეზიდენციაში აუდიენცია დაგეგმილზე 40 წუთით მეტხანს გაგრძელდა.საუბრის თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იყო.

მსგავსი სიახლეები