“ოცნებას“ პოლიტიკური იარაღი და ინსტრუმენტი შემოაკლდა - ვალერი ჩეჩელაშვილი

06.08.26 17:56
“ოცნებას“ პოლიტიკური იარაღი და ინსტრუმენტი შემოაკლდა - ვალერი ჩეჩელაშვილი

პარტია “ჯერ საქართველოს“ წევრი, ვალერი ჩეჩელაშვილი ბოლო პერიოდში “ოცნების“ მხრიდან რუსოფობიაზე საუბარს ნეგატიურს უწოდებს და ამბობს, რომ მათ პოლიტიკური იარაღი და ინსტრუმენტი შემოაკლდათ და ეს ყველაფერი ამითაა ნაკარნახევი.

მისი თქმით, პოლიტიკური იარაღის პალიტრა დღეს “ქართული ოცნების“ ხელში არის ძალიან ღარიბი და შესაბამისად, ამისთანა სუსტ არგუმენტებს მიადგნენ.

რუსოფობია, როგორც ნებისმიერი ფობია, ნეგატივთან ასოცირდება, ვფიქრობ,“ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური იარაღი და ინსტრუმენტი შემოაკლდა და ცდილობენ, ეს ნეგატიური სტიგმა თავის მოწინააღმდეგეებს მიაკრან და ამითაა ეს ნაკარნახევი. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკური იარაღის პალიტრა დღეს “ქართული ოცნების“ ხელში არის ძალიან ღარიბი და შესაბამისად, ამისთანა სუსტ არგუმენტებს მიადგნენ, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

აგვისტოს ომის 18 წლის თავამდე რამდენიმე საათით ადრე, ბიძინა ივანიშვილის ფილოსოფად მიჩნეულმა,  ზაზა შათირიშვილმა რუსოფობიის შესახებ დაწერა. შათირიშვილი ამტკიცებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ განწყობებს არარსებული “დიფ სთეითი“ აღრმავებს.

მისივე მტკიცებით, სწორედ “დიფ სთეითი“ იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ.

მანამდე, კობახიძემ რუსული ინტერვენციის 18 წლის თავზე ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე და "რუსიფობიაზე" ისაუბრა.