კობახიძის შემდეგ, “ოცნებამ“ წინა ხაზზე ივანიშვილის პირადი ფილოსოფოსი გამოიყვანა
აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე "ქართული ოცნება" ბრძოლას რუსოფობიის წინააღმდეგ იწყებს. ირაკლი კობახიძე რუსოფობიასა და საბოტაჟს შორის, თითქმის, ტოლობის ნიშანს სვამს და აცხადებს, რომ ვინც ამ მიმართულებით იმოქმედებს ყველას სახლებში მიაკითხავებ და პასუხს აგებინებენ.
საუბარი რუსოფობიაზე კობახიძემ გახსნა, და ივანიშვილის კარის ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა გააგრძელა. ფილოსოფოსი, რომელიც ივანიშვილის აზრების გამხმოვანებლად მიიჩნევა, ცდილობს რუსეთი დიფ სტეიტის მსხვერპლად წარმოადგინოს და რუსოფობია, არა თავად რუსეთის მიერ დაწყებულ ომებს და სისხლისღვრებს, არამედ დიფ სთეითს დააბრალოს.
შათირიშვილი შეწუხებულია, რადგან “ევროპაში აღარც რუსი ტურისტები და დოსტოევსკის წაკითხვაც კი აღარ უნდათ“.
ხვალ აგვისტოს ომიდან ზუსტად 18 წელი გავა. საქართველოს ხელისუფლება კი რუსოფობიის პრობლემაზე საუბრობს.