რუმინეთის საგარეო: მტკიცე უთანხმოებას გამოვხატავთ 7 აგვისტოს საქართველოში, სოხუმში ჯგუფ Morandi-ის დაგეგმილ გამოსვლაზე
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მტკიცე უთანხმოებას გამოხატავს 7 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჯგუფი Morandi-ის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით.
შესაბამის განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მტკიცე უთანხმოებას გამოხატავს 7 აგვისტოს საქართველოში, სოხუმში (აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში) ჯგუფი Morandi-ის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით.
რუმინეთი, რომელიც ურყევად ინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას, მტკიცედ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - ნათქვამია განცხადებაში.