სალომე სამადაშვილი იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც მისი თქმით, “ოცნებას“ EU-ში გაწევრიანება არ უნდა

06.08.26 22:11
სალომე სამადაშვილი იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც მისი თქმით, “ოცნებას“ EU-ში გაწევრიანება არ უნდა

“ძლიერის საქართველო ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც მისი თქმით, “ოცნებას“ EU-ში გაწევრიანება არ უნდა.

როგორც სამადაშვილმა თეა ადეიშვილის “დღის ამბებში“ განაცხადა, ევროპული გზა ნიშნავს დემორკატიას და დემოკრატია ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს არჩევნების ჩატარება და ამ არჩვენების წაგება, რაც არ აწყობს.

რატომ არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზა რატომაა ამ რეჟიმისთვის მიუღებელი. 2 მთავარი მიზეზია, ერთი  იმიტომ, რომ ევროპული გზა ნიშნავს დემორკატიას და დემოკრატია ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს არჩევნების ჩატარება და ამ არჩვენების წაგება და ძალაუფლების დათმობა და მეორე, ეკონომიკური მოდელი, რომელიც ამ კაცმა შექმნა, ეს არის აბსოლუტურად შეუთავსებელი იმ ვალდებულებებთან, რომელიც ჩვენ გვექნება ევროკავშირში გაწერვიანების პირობებში, ოღონდ ამ ეკონომიკური მოდელის სარგებლის მიმღები დღეს ჩვენს ქვეყანაში, არ არის საქართველოს მოქალაქე, სარგებელს აქედან იღებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური რაღაც ვიწრო ჯგუფი, და პირველ რიგში ივანიშვილის ოჯახი. ამას ეწირება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, გრძელვადიანი განვითარება, მშვიდობა, და ყველაფერი სხვა, რაც ჩვენ გარშემო ხდება, არის მიზანშედეგობრივად მიდის წყარო ხელისუფლებასთან და  ავტოკრატიულ რეჟიმთან, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, - განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები