ყურით მოთრეული ამბავია, თითქოს, ვინმეს ადრე რბილი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთთან და ახლა გახდნენ რუსოფობები - წერეთელი
მავნებლური და არასახელმწიფოებრივი საკითხები გვესმის ხელისუფლებისგან - საზოგადოებაში, მით უმეტეს პოლიტიკურ სპექტრში, არასდროს ყოფილა რუსოფილური მიდგომები , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა.
წერეთელი აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
მისივე თქმით, "ყურით მოთრეული" ამბავია, თითქოს, ვიღაცას ადრე რბილი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთთან და ახლა გახდნენ რუსოფობები.
„ეს გმირები ყოველთვის ცოცხლები იქნებიან ჩვენს ისტორიაში, ჩევნს ცნობირებაში. რუსეთი ჰიბრიდულ ომს კვლავ აწარმოებს, მისთვის მიუღებელია საქართველოს დამოუკიდებლობა, განვითარება.
აბსოლუტურად უაღრესად მავნებლური და არასახელმწიფოებრივი საკითხები გვესმის დღეს არსებული ხელისუფლებისგან. განსაკუთრებით, ბოლო კვირას ახალი შემოტანილი ნარატივია, თითქოს, ვიღაცას ადრე რბილი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთთან და ახლა გახდნენ რუსოფობები. წარმოუდგენელია, ყურით მოთრეული ამბავია, - განაცხადა წერეთელმა.