პოლონეთის საგარეო: რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მე-18 წლისთავზე, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მე-18 წლისთავზე, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს.
„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მე-18 წლისთავზე, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს.პოლონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.