მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
18 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, რითაც გამოავლინა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.
„ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილების ოკუპაციის გაგრძელება და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი კვლავ ძალას ეყრდნობა თავისი ამბიციების განსახორციელებლად.
„უარვყოფთ ძალის გამოყენებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას“, - აცხადებს მარგუს ცაჰკნა.