ამოვიღოთ არქივიდან მასალები, სადაც ძალიან კარგად ჩანს, ომის აღნიშვნის თარიღი - კახა კალაძე
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ომის აღნიშვნის თარიღი წინა ხელისუფლების დროსაც 8 აგვისტო იყო და თუ არქივის კადრებს ამოიღებენ, კარგად ნახავენ, როდის მიდიოდნენ ომის აღნიშვნის თარიღზე, სამძიმარზე.
დედაქალაქის მერის თქმით, “რაც დაკავშირებულია 2008 წლის ომთან, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა.“
მთლიანად ის, რაც დაკავშირებულია 2008 წლის ომთან, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა. ყველა ქმედება, რაც განპირობებული იყო იმ სისხლიანი რეჟიმის მხრიდან, 9-წლიანი მმართველობა, ეს იყო გარედან თავს მოხვეული, გარე მითითებებით, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ თუ გადავხედავთ, როდის ხდებოდა ომის აღნიშვნის თარიღზე როდესაც ხდებოდა სამძიმარზე მისვლა, ამოვიღოთ არქივიდან მასალები, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იყო 8 აგვისტო, - ამბობს კალაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ ვერ გაიხსენებდა ქრონოლოგიურად რა ხდებოდა 2008 წლის 7 აგვისტოს, კალაზე ამბობს, რომ „მისი მხრიდან გახსენება, შესაძლოა არ იყოს რელევანტური“ და კვლავ არქივის კადრები ამოღებას ითხოვს.
ჩემი გახსენება, მე ვფიქრობ, არ იყოს რელევანტური, მე გთხოვთ, რომ ამოიღოთ ვიდეოკადრები, კონკრეტული ფაქტ მტკიცებულებები არსებობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა შუაშია, ვინ რა კომენტარს გააკეთებს, მე რას ვიტყვი, ან კონკრეტული ადამიანია რას იტყვის. არის კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები, აგერ შემიძლია რეზოლუცია გაჩვენოთ, რაზე აქვთ ხელი მოწერილი, შესაბამისად, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებები, გადადგმული ნაბიჯები, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. მას შემდეგ რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი, რადიკალურად შეიცვალა მესიჯბოქსი, რადგან წამოვიდა დავალება. ამით იმის თქმა გვინდა, რომ საქართველო არ იყო ისეთი რეზონანსული მსოფლოსთვის, რომ რუსეთის წინაარდმეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ, - ამბობს კახა კალაძე.