რუსეთის საგარეოში ფარცხალაძის ფონდზე ისაუბრეს

05.11.26 21:13
რუსეთის საგარეოში ფარცხალაძის ფონდზე ისაუბრეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სანქცირებული ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მამუკა ფიფიას მიერ დაფუძნებულ ფონდზე დასმულ შეკითხვას უპასუხეს. 

სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ "რუსთა და ქართველთა ერთობის ფონდზე" თქვა, რომ ის "წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში". 

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა გაეცნოს ფონდის პროექტებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ.

მივესალმებით ყველა სასარგებლო წამოწყებას, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას განათლების, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. ეს თანამშრომლობა კი საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კულტურული წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით ხორციელდება... 

გვჯერა, რომ ახალი ფონდის საქმიანობა შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ხალხების კავშირების მომავალ გაფართოებაში. ასე რომ, მზად ვიქნებით შევისწავლოთ კონკრეტული პროექტები, რომელთა შესრულებასაც ფონდი აპირებს, აუცილებელი დახმარების საფუძველზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ ან ჩვენს... სიამოვნებით ვიტყოდი საელჩოს, მაგრამ იძულებული ვართ, ვთქვათ, ინტერესების სექციას." – თქვა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა.

28 ოქტომბერს ოთარ ფარცხალაძემ და მამუკა ფიფიამ რუსთა და ქართველთა ერთობის ფონდი დააარსეს. 

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თხონით ფარცხალაძემ და ფიფიამ მიმართეს ვლადიმირ პუტინსა და ქართულ ოცნებას.