"ფორმულამ" მაუწყებლობა აღადგინა
ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძრით გამოწვეული შეფერხების შემდეგ დღეს, 5 ნოემბერს, 20:00 საათზე „ფორმულამ“ ეთერი განაახლა.
არხმა მაუწყებლობა ხანძრის გამო გუშინ დღის მეორე ნახევარში შეწყვიტა.
ირკვევა, რომ შენობაში დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა მოხერხდა, შესაბამისად არხმა მაუწყებლობა განაახლა.