კარასინი "ოცნების" რეაქციას ელოდება
შევხედავთ, როგორი იქნება გაზრდასრულებული საქართველოს რეაქცია კალასის ჩანაფიქრზე - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა დაწერა.
- კრემლიდან განცხადება ვროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელზე ისე გაკეთდა, რომ 4 ნოემბერს კაია კალასს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე არ უსაუბრია.
კაია კალასი აგრძელებს პოლიტიკური ბოღმისა და შეუგუებლობის მწვერვალების დაპყრობას.
ცნობების მიხედვით, ამ პოლიტიკურმა დივამ განაცხადა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე. მის მიერ დასახელებული მიზეზი თბილისის მიერ დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევაა. ანუ, დასავლური ვარიანტი პოზიციისა – "ვერ დავთმობ ჩემს პრინციპებს".
თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო დამოკიდებულება კალასის ამ ჩანაფიქრის მიმართ ბევრ რამეს დაგვანახებს. და, რა თქმა უნდა, შევხედავთ, როგორი იქნება უკვე ზრდასრული საქართველოსა და მისი პოლიტიკოსების რეაქცია"- წერს კარასინი.