საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და არ დათმობს თავისუფლებას - მამუკა ხაზარაძე

07.08.26 15:35
საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და არ დათმობს თავისუფლებას - მამუკა ხაზარაძე

“ძლიერი საქართველო ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აგვისტოს ომი 18 წლისათავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს დაწერს, რომ “საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და არასდროს დათმობს თავისუფლებას“.

ხაზარაძის თქმით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ხსოვნა მარადიულია.

დიდება გმირებს! საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ხსოვნა მარადიულია.

მათი თავდადება გვახსენებს, რომ თავისუფლება მონაპოვარიც არის და პასუხისმგებლობაც - დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება, სუვერენიტეტი და ევროპული მომავალი.

საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და არასდროს დათმობს თავისუფლებას!

დიდება საქართველოს!, - წერს ხაზარაძე

  • აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
  • ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
  • საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
  • 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 
  • რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.