ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უწყებაში კობა კობალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

07.08.26 15:38
ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უწყებაში კობა კობალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

ის პროკურატურაში ჩვენებას ამ წუთებში აძლევს.

  • შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.