ცოტნე მირცხულავაზე ბრალის წარდგენა პირდაპირი პოლიტიკური ანგარისსწორებაა - თენგო თევზაძე
ცოტნე მირცხულავაზე ბრალის წარდგენა პირდაპირი პოლიტიკური ანგარისსწორებაა, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება“ მსგავსი მეთოდებით ვერ გააჩერებს ვერც ერთ იმ ადამიანს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის ეს იქნება ციხეში მყოფი პოლიტკური ლიდერი, თუ თავისუფლებაზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტი.
ცოტნე მირცხულავაზე ბრალის წარდგენა პირდაპირი პოლიტიკური ანგარისსწორებაა. ნიკა მელიაზე თავდამსხმელი, ეს ნაძირალა, რომელიც თავს დაესხა მელიას პოლიტიკური კაპანიის დროს, ეს არ იყო უბრალო თავდასხმა, ეს იყო პოლიტიკური კამპანიის დროს, არჩევნებში პოლიტიკური ლიდერისთვის ხელის შეშლა, იმის საპასუხოდ, რომ ჩვენი პარტიის წევრებს უნდოდათ ამ ადამიანის დაკავება, სუს-მა ის გააპარა. ამის გამო ხდება ბრალის წარდგენა. ვერც ცოტნე მირცხულავას, ვერც ნიკა მელიას, ვერც ელენე ხოშტარიას, ვერც იმ ადამიანებს, ვინც ახლა თავისუფლებაზეა და იბრძვის, ვერავის გააჩერებს “ქართული ოცნება“,- განაცხადა თევზაძემ.
2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება - პარტია ახალის წევრს, ცოტნე მირცხულავას, რომელიც ნიკა მელიას თავდასხმის საქმის თვითმხილველია, საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული. მას ბრალს წაუყენებენ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წელს მომხდარი დანაშაულის გამოძიება 724 დღის დაგვიანებით დაიწყო.
გასულ კვირას დაკითხვაზე დაიბარეს, ნიკა მელიას დაცვის ყოფილი თანამშრომელი, გაბრიელ კობაიძე.
შეგახსენებთ, პირი, ვინც საარჩევნო შეხვედრისას მელიას, კამერების წინ თავს დაესხა, საბა ნიკოლეიშვილა. მისი იდენტიფიცირება თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მოხდა, თუმცა 2 წლის თავზე ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური ნიშნით თავდასხმას ადასტურებს.
ირკვევა, რომ თავდამსხმელი ახლა იმის მტკიცებას ცდილობს, რომ თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა.